суббота, 4 июня 2016 г.

რა დროს გვირჩევენ ომეგა-3 -ის მიღებას?

დეპრესიის, შფოთვის შეგრძნებების და სტრესულიმდგომარეობის ომეგა-3 -ის საშუალებით მკურნალობას, ამ ბოლო დროს სულ უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ მედიცინის სფეროს სპეციალისტები. ტვინის დაახლოებით 60% ცხიმისაგან შედგება. მისი ძირითადი ნაწილი  -  ეს ცხიმოვანი ომეგა-3 მჟავებია. მისი დეფიციტის შემთხვევაში, მათ ფუნქციას სხვა სახის ცხიმები იღებენ საკუთარ თავზე. შედეგად, ტვინის უჯრედების ჯანმრთელობა ირღვევა. მაგალითისთვის, თითოეული ტვინის უჯრედის მემბრანა უხეში ხდება და ერთი უჯრედიდან მეორემდე ელექტრული იმპულსებს გადაცემას მეტი დრო სჭირდება. ეს ნიშნავს, რომ ტვინის უჯრედებს შორის შეტყობინებების პროცესი შენელებულია. ეს ხდება მიზეზი იმისა, რომ ადამიანს უჭირს მკაფიოდ აზროვნება, მეხსიერება დაბინდულია. ასეთ დროს შეიძლება განვითარდესდეპრესიის და განგაშის მდგომარეობა. როგორც კვლევებმა აჩვენა, ასეთი პრობლემების თავიდან აცილება შეიძლება თუ რაციონში მოვუმატებთ ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების რაოდენობას.



http://www.medgeo.net/2014/11/22/omega3-cvenebebi/
..
..

Комментариев нет:

Отправить комментарий